ბესო ხარძიანის ბოლო გაფრთხილება: თუ არ აღდგა სამართალი, 70–იანი წლების სიცილია მონაგონი გახდება საქართველოში!
ბიზნესმენმა ბესო ხარძიანმა ბოლო განცხადება „ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში” 6 მარტს გააკეთა. ხარძიანი სამართლიანობის აღდგენაზე საუბრობს და საზოგადოებას აფრთხილებს.
“მე სპეცპატიმარი ვიყავი… აღარ მინდა, თვითონ მრცხვენია ამ ისტორიების მოყოლა, მე და ბატონი ქოქოლაძე ერთად ვიყავით, სადაც გვერდიგვერდ ვიყავით და ხატების ოთახში, თან ვლოცულობდით, თან ვჩურჩულებდით. დავანებოთ ამ წარსულს თავი, მაგრამ მე მაგათი წარსულის მომავლის მეშინია. ვსაუბრობდი, რომ თუ ეს პროკურატურის დეპარტამენტი ვერ შეასრულებს მოვალეობას, „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა, ეჭვი არ მეპარება – ძარღვი გაწყვეტილი აქვთ, უმრავლესობას რა თქმა უნდა და იტყვიან, ჩვენ აღგვიდგენთ სამართალსო.
ამიტომ მინდა „ქართულ ოცნებას“ მივმართო, რომ ეს გაითვალისწინონ. ერთ წელიწადში დადგება ის დრო, ძალიან კარგად გამოიყენებენ ამას, ჩვენ თუ ამ დღეში გვამყოფეს…
ეკა ბესელიას მინდა გამოვეხმაურო ღირსებაზე, არაფერ შუაშია ღირსება, ჩემს ღირსებას ვინ აღადგენს, მთელი ჯგუფი 6 თვის განმავლობაში მცემდა, რანაირად უნდა აღდგეს. ჩემი ქონება რაც არის წართმეული ის დამიბრუნონ, რომ დავასაქმო ხალხი და ოჯახში ფული შევიტანო… ეს არის ჩემთვის ღირსება, თუ არ აღადგინეს ეს ღირსება, წავა ხელჩართული ბრძოლა, კოზანოსტრა მონაგონი გახდება საქართველოში. მე ამ ცუდ გაფრთხილებას ვიძლევი, თუ არ აღდგა სამართალი 70–იანი წლების სიცილია მონაგონი გახდება საქართველოში!”, – განაცხადა 7 მარტს გასულ გადაცემაში ბესო ხარძიანმა.
შეგახსენებთ, ბესო ხარძიანი დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან მოკლეს. საქმეს პროკურატურა იძიებს.