გადადგება თუ არა ლევან ყიფიანი თანამდებობიდან ?

სპორტის კომიტეტმა შესაძლოა, სპორტის მინისტრის ლევან ყიფიანის გადაყენების საკითხი დააყენოს. გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტმა სამინისტროს გასული წლის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა.
შესაბამისად, თუ არ მოხდება შენიშვნების გათვალისწინება, სპორტის მინისტრის პოზიცია შესაძლოა, ვაკანტური გახდეს. “ჩვენ მოვისმინეთ მის მიერ 2014 წელს ჩატარებული სამუშაო. ჩვენგანაც იყო შენიშვნები, მივიღეთ მისგან პასუხები. ახლა ვსწავლობთ მის მიერ წარმოდგენილ საქმეს. ჩვენ, ხალხის წამრომადგენლებმა საქართველოს პარლამენტში მინისტრს მივეცით შენიშვნები, რომელიც გამოსასწორებელია. ვფიქრობთ, მინისტრი გაითვალისწინებს შენიშვნებს, რის შემდეგაც მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები