თამარ ბერუჩაშვილმა „ეარბასA320“-ის ჩამოვარდნის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა

საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გერმანიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. თამარ ბერუჩაშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა საფრანგეთის სამხრეთით გერმანული ავიაკომპანიის „ჯერმანვინგის“ კუთვნილი „ეარბასA320“-ის ჩამოვარდნის გამო. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი გულითადად უსამძიმრებს გერმანიის, ესპანეთის და ყველა იმ სახელმწიფოების მთავრობებსა და ხალხს, რომელთა მოქალაქეებიც თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები