კახა ძაგანია: IRI-ის კვლევის შედეგები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ სასარგებლოდაა გაყალბებული

“მემარცხენე ალიანსის” ლიდერის კახა ძაგანიას განცხადებით, პარტია IRI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებს.
„IRI წლების მანძილზე აყალბებდა კვლევებს „ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ. დღესაც აღნიშნული კვლევები გაყალბებულია „ნაციონალური მოძრაობისა” და „თავისუფალი დემოკრატების” სასარგებლოდ. ასევე შალვა ნათელაშვილის სასარგებლოდ, რადგან ის არის „ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პარტია უნდობლობას უცხადებს ამ კვლევას. ცოტა ხანში ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ ობიექტურ კვლევებს. ჩვენი პარტია ობიექტურ სოციოლოგთა ჯგუფს აღნიშნულ კვლევებს დაუკვეთავს და საზოგადოებისთვის გახდება ნათელი, თუ რა პოლიტიკური ვითარებაა საქართველოში. ტექნიკურადაც რომ შევაფასოთ აღნიშნული კვლევის და არჩევნების შედეგები, ძალიან დიდი ცდომილებაა. საერთოდ, კვლევების შედეგების ცდომილების დიაპაზონი 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ამ კვლევაში კი 8-10-პროცენტიანი ცდომილებაა, ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს კვლევები გაყალბებულია”, – განაცხადა ძაგანიამ „რეპორტიორის“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები