თბილისის მერიაში GWP-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ქალაქ თბილისის მერიაში წყალმომარაგების კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ და დედაქალაქის რაიონების გამგებლებმა, GWP-ის ტექნიკურ დირექტორთან – ომარ გოცირიძესთან ერთად, განიხილეს ახალი უბნების დაქსელვის, მილების მოწყობის და აბონირების საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები