კაბუს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
39 წლის კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი, – ამის შესახებ „კვირას“ ღუდუშაურის საავადმყოფოში განუცხადეს. ექიმების განცხადებით, აბუაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„კახა აბუაშვილი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული. ამ წუთებში მას ექიმები სამედიცინო დაწესებულების მიმღებ განყოფილებაში სამედიცინო დახმარებას უტარებენ. შემდეგ გადაწყდება, პაციენტი მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებს თუ სახლში გაეწერება“, – განაცხადა ღუდუშაურის საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა თამარ ყიფიანმა.
მსახიობ კახა აბუაშვილის დაჭრის ფაქტი „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ 39 წლის კახა აბუაშვილი ვერაზე, ლურჯი მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს.