მერიის ტენდერი – 153 ათასი ლარი კულისებისა და საგრიმიოროების მოსაწყობად

 საგრიმიოროების, სცენების, კულისებისა და გასახდელების მომსახურებთვის თბილისის მერია ტენდერს აცხადებს, სადაც მთავრობა ამისთვის 153 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. 736 000 ლარს მერია კომპიუტერული სისტემის განახლებაზე და შესაბამისი ნივთების შეძენისთვის დახარჯავს. მერის მოადგილემ, გიორგი ხელაიამ, დღეს მხოლოდ ის პროცედურა განმარტა, თუ როგორ გეგმავს მერია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას 2015 წლის ბიუჯეტში. „ამის შესახებ ჩვენ უკვე ვაცნობეთ ფინანსთა სამინისტროს. საკრებულოსაც გადაუგზავნით ამ ინფორმაციას, მას შემდეგ, რაც ცვლილებათა პაკეტი 2015 წლის ბიუჯეტში ჩვენს მიერ იქნება წარდგენილი“, – განაცხადა გიორგი ხელაიამ.

11084444_460349767446656_1862837553_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები