კოოპერატივების შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება

ხვალ, 09 :30 საათზე, ბიზნესცენტრში „ დიდუბეპლაზა“ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, განხილვაში მონაწილეობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ევროკავშირის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ. კანონში შესატან ცვლილებებს სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე წარადგენს.

კანონში ცვლილებები მიმართულია კოოპერაციული შიდა საწარმოო ურთიერთობების მოწესრიგებისათვის, კოოპერატივების გაძლიერებისა და მდგრადობის ხელშეწყობისათვის.

კოოპერაცია აგრარული პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც ხელს უწყობს, ფერმერული მეურნეობების გამსხვილებას, ადგილობრივი პროდუქციის წახალისებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას.

კანონპროექტის მომზადების პროცესში ჩართულნი იყვნენ როგორც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასოფლო-სამეურნეო ოპერატივების განვითარების სააგენტო, „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები – Oxfam, People in Need, Care International, Mercy Corbs, UNDP, ასევე გაერო სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და ევროკავშირის ატაშე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის – ხუანეჩანოვე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები