“ნაციონალური მოძრაობა” ანტიკორუფციული კომიტეტის ჩამოყალიბებას გეგმავს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ფრაქცია ანტიკორუფციული კომიტეტის ჩამოყალიბებას გეგმავს. მისი განცხადებით, კომიტეტის მიზანი კორუმპირებული მაღალჩინოსნების გამხელა იქნება. აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა დავით საყვარელიძემ მსგავსი “ანტიკორუფციული ბიურო” უკრაინაში რამდენიმე თვის წინ დააარსა. “მიმდინარეობს ხალხის ფულის მასობრივი ხერხვა ბიუჯეტიდან. ეს არა მხოლოდ თბილისური ჯოტია ბოდოკიას ისტორიაა, არამედ მთელს საქართველოში ასობით ჯოკია ბოდოკია მოქმედებს და ხალხის ფულს იპარავს, რის შესახებაც ხალხს ინფორმაციას მივაწოდებთ”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.