უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან სპორტის სასახლე აშენდება
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ აკაკი ლოდიამ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სპორტულ დირექტორთან ვლადიმირ ბარტასთან, სპორტულ მენეჯერ ლისა ალანთან და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მშენებარე ახალი სპორტის სასახლე მოინახულა. ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს. არენა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის ფარგლებში შენდება. ახალ სპორტის სასახლეში ორი დარბაზი მოეწყობა, სადაც ერთდროულად შესაძლებელი იქნება კალათბურთისა და ხელბურთის ტურნირების მიღება. ერთი დარბაზი 800, ხოლო მეორე 3 000 გულშემატკივარს დაიტევს.