სოსო ცინცაძე: უკვე იქამდე მივედით, რომ რუსების მშურს

“ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ნორმალური აზროვნების ადამიანი არ მივიდოდა და მთავრობის გადაყენებას არ მოითხოვდა, – ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ “ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით 21 მარტს გამართულ აქციას. “დღეს ადამიანი რაც არ უნდა გაჭირვებული და გაბოროტებული იყოს, თუ ნორმალურად აზროვნებს, მთავრობის გადაყენებას არ მოითხოვს. კაი, გადადგეს მთავრობა, მაგრამ მმართველი პარტია ხომ არ გადადგება? პავლე წავა, სავლე მოვა, მთავრობა ისევ კოალიციამ არ უნდა დააკომპლექტოს? ეს კი ვისი რჩევითა და რეკომენდაციით მოხდება, ყველამ ვიცით”, – აცხადებს პოლიტოლოგი.
ცინცაძე ფიქრობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას“ აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით არ უნდა გაემართა და ყურადღება “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკაზე უნდა გაემახვილებინა. “აქ წინა პლანზე წამოწეული უნდა ყოფილიყო მართლა ქამრების შემოჭერა. უკვე იქამდე მივედით, რომ რუსების მშურს, ამ დღეებში ყველა ჩინოვნიკს გაუნახევრეს ხელფასი, პარლამენტარებიდან დაწყებული, მინისტრებით დამთავრებული. ჩვენთან ვინმეს ხელფასი გაუნახევრეს?! ესენი გამოდიან და ამბობენ, ქამრების შემოჭერა ხელფასებსა და პრემიებს არ შეეხებაო. ვიღაც სოფლელი გამოვიდა და თქვა, ჰიგიენური საშუალებების რაოდენობას შევამცირებთო, ვერ გავიგე, ტუალეტის ქაღალდის შემცირებას აპირებენ, თუ ტუალეტში ხშირად აღარ შევლენ?!“,- აცხადებს ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები