საკრებულოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომაზე 88 საკითხი განიხილეს

საკრებულოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომაზე 88 საკითხი განიხილეს. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 88 საკითხზე იმსჯელეს. კომისიის სხდომას, რომელსაც ბექა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობდა, დეპუტატების გარდა, თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურის, ასევე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები და ის მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებმაც კომისიას მიწის ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართეს. თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა ყოველ ორშაბათს იმართება, სადაც დაახლოებით ასამდე მოქალაქის განცხადება განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები