ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას “აუხდენელ ოცნებას” უწოდებს

უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია მთავრობის იმპიჩმენტის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას აუხდენელ ოცნებას უწოდებს.
ბესელია იმედს გამოთქვამს, პარტია ოდესმე მიხვდება, რომ მათი მცდელობა ფუჭია. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა კრახით დასრულდება. „როგორ გამოვხატო ეს წუხილი, მაგრამ აუსრულებელი ოცნებაა, რომელსაც ეჭიდება „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ოცნება მათთვის დარჩება, მართლაც, აუხდენელი. როდესღაც, ალბათ, მიხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ფუჭი მცდელობაა. შესაძლოა, საკუთრივაც გაცნობიერებული ჰქონდეთ. უბრალოდ სხვა რა გააკეთონ, თუ არა ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობა. რა თქმა უნდა, მათთვის კრახით დასრულდება ნებისმიერი აქეთ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა ბესელიამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს. აღნიშნულ თემაზე ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები