როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერირორიაზე გამოდარებას თვის ბოლო რიცხვებიდან ელოდებიან. როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 24 და 25 მარტს ცალკეულ რაიონებში ნალექია მოსალოდნელი 26 მარტიდან კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა კი მოიმატებს.
“26 მარტიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს – ჰაერი 22-დან 25 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში 26 მარტს შესაძლოა ცა მოიღრუბლოს, თუმცა წვიმა ნაკლებად მოსალოდნელია, ჰაერი 17-18 გრადუსს მიაღწევს“,- აღნიშნა დოდო გვაზავამ.