კოტე კუბლაშვილს ევროსაბჭოსგან შემოთავაზება აქვს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს აწ უკვე ყოფილი თავჯდომარე კოტე კუბლაშვილი აცხადებს, რომ უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ქვეყნის დატოვებას არ გეგმავს. ამასთან, კუბლაშვილმა ისიც განაცხადა, რომ ევროსაბჭოდან გარკვეული შემოთავაზებებიც აქვს. “მე საქართველოში ვარ – უნივერსიტეტში და ასევე ევროპის საბჭოდან გარკვეული შემოთავაზება მაქვს, ვნახოთ”, – განმარტა კუბლაშვილმა.