“სოსო პავლიაშვილს ბრალი შესაძლოა, დაუსწრებლად წარუდგინონ“

ბიზნესმენ ანტონ, იგივე ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა, – ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, ამ საქმეში ბრალი დაუსწრებლად მომღერალ სოსო პავლიაშვილს წაუყენონ.
ადუაშვილის მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით სასჯელს სოსო პავლიაშვილის დის ქმარი ვახტანგ ჩხაპელია იხდის, რომელმაც სასამართლო პროცესზე წინასწარო გამოძიების დროს მიცემული ჩვენება გადათქვა და აღნიშნა, რომ ჩვენება ზეწოლის შედეგად დააწერინეს. გამოცემა წერს, რომ მსგავსი რამ არ დადასტურდა, ამიტომაც შესაძლოა, პროკურატურამ პირველადი ჩვენების საფუძველზე სოსო პავლიაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის დადგენილება გამოსცეს. გარდაცვლილის დედა ნანა ეფრემიძე კი დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში პავლიაშვილის ხელი ურევია. „წყალი არ გაუვა, რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში თავი და თავი სოსო პავლიაშვილია. ჩემს შვილთან ერთად არის გაზრდილი. თუკი მას რამე კარგი გაუკეთებია და მიუღწევია, მხოლოდ ჩემი შვილის დამსახურებით. რამ გადაუტრიალა ტვინი, არ ვიცი“, – აცხადებს ეფრემიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები