ქუთაისის ოპერის თეატრში თანამშრომლებს შორის დაპირისპირებას, პრესსამსახურის უფროსი უარყოფს

ქუთაისის ახალი ამბების სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სამედიცინო და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა გამოძახებული, რადგან ქუთაისის ოპერის თეატრში ფიზიკური დაპირისპირება ნათელა ჩაქსელიანსა და ირინა ლომინაძეს შორის მოხდა. „დაპისირისპირების გამო ნათელა ჩაქსელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
ადგილზე საპატრულო და სამედიცინო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. როგორც კულუარებში ოპერის თანმშრომლები აცხადებენ, ნათელა ჩაქსელიანს სხეულზე დაზიანებაც კი აღენიშნება. ამ წუთებში ვარკვევთ, თუ სად იმყოფება ნათელა ჩაქსელიანი…“ – წერს სააგენტო. „კვირამ“ ინფორმაცია ქუთაისის ოპერის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან აკაკი ანდღულაძესთან გადაამოწმა, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. „სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე არ არის“, – ამბობს აკაკი ანდღულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები