პრეზიდენტმა კუბლაშვილს მადლობა გადაუხადა, ნინო გვენეტაძეს კი წარმატებები უსურვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავჯდომარეს კოტე კუბლაშვილს მადლობა გადაუხადა, ხოლო უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს მის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. “დღეს ჩვენ კიდევ ერთ სერიოზულ საკითხს – ინსტიტუტების მდგრადობას და მემკვიდრეობითობას ვუსვამთ ხაზს. ბატონი კოტეც დღეს ჩვენთან ერთად არის და ამით ნათლად ვაჩვენებთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს, ვაგრძელებთ ინსტიტუციურ მემკვიდრეობას და საქართველოში ის, რაც მოხდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, როდესაც მოხდა მშვიდობიანი ცვლა პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ეს არ იწვევს რყევებს. ჩვენ – ყველა ვემსახურებით ჩვენს სამშობლოს და სამშობლოს ვემსახურებით ამ ინსტიტუტების მეშვეობით. ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა შეხედულებები, მაგრამ მთავარია ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი სამშობლო, აქედან გამომდინარე, ვაძლიერებთ მის ინსტიტუტებს. ინსტიტუტების გაძლიერება ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. მე მინდა, მადლობა ვუთხრა ბატონ კოტეს მობრძანებისთვის; მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს თაობათა ცვლა, ერთი თავმჯდომარე მიდის, მეორე მოდის, მაგრამ ინსტიტუტი რჩება და ეს არის უმნიშვნელოვანესი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები