გიორგი მარგველაშვილი: ქართული მართლმსაჯულების წინაშე ისტორიული პერიოდია

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაეს სასამართლოში ახალი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის წარდგენისას განაცხადა, რომ ქართული სასამართლოს და მართლმსაჯულების წინაშე დღეს ისტორიული პერიოდია. მას აქვს თავისი გამოწვევები და დიდი შესაძლებლობები.
“ჩვენ დღეს გვყავს ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა, როგორც საკანომდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სახით, რომელიც ნათლად, მტკიცედ და ერთმნიშვნელოვანდ ხაზს უსმავს იმ ფაქტს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამ ჩვეულებრივი ჭეშმარიტების ხაზგასმა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მნიშვნელოვნია. სასამართლოს დეპოლიტიზაცია არის ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობა. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეს აქვს იმედი და განცდა, რომ სასამართლოში მისი უფლებები იქნება დაცული, მაშინ პოლტიკოსთა გადაცდომებიც, პარტიული ინტერესებიც მიღმა რჩება და ყველას აქვს განცდა, რომ სახელმწიფო ემსახურება მთავარს – ადამიანის ინტერსებს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები