ბიძინა ივანიშვილი: ხადურს პურ-მარილი დაუთვალეს… კარგია და სწორია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კარგია, რომ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დაუთვალეს, თუ რა დაუჯდა სუფრა, როდესაც მას სტუმრები ჰყავდა.
„ხადურს პურ-მარილი დაუთვალეს. აი აქ ჩავიდნენ უკვე, ნორმები აქაც უნდა გვქონდეს, მაგრამ კარგია და სწორია. გამოვიდნენ და მოყვნენ რატომ აქვს იმდენი და არა ამდენი. უკვე ითვლიან, რა ედო სუფრაზე ხადურს, როცა მას სტუმრები ჰყავდა. შეიძლება რაღაც გადაჭარბებული იყო, მაგრამ ჯობია ვინც აკრიტიკებს, არ მივცეთ მათ შენიშვნა. ხელისუფლება ამისთვის მზად არის. ხადურს შეიძლება, ძალიან არ ესიამოვნა და განიცდის, მაგრამ გამოვიდა და ამაზე რეაგირება გააკეთა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები