“ძლიერად მდგარი ხალხის საფუძველზე იწყება დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბება”
ძლიერად მდგარი ხალხის საფუძველზე იწყება დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „კვირის 20/30“ განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების ეს ნაწილი დღეს საქართველოში საუბედუროდ არ არის.
„მათ აქვთ საშუალება, უფლებები და ძალა ხელისუფლებისგან მოითხოვონ, რომ დაიცვან კანონი. ეს ნაწილი საზოგადოებისა დღეს ჩვენთან საუბედუროდ არ არის“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ხალხს, რომელსაც აქვს პროფესია, საშუალება იშოვონ სამსახური, აღარ არიან დამოკიდებული ხელისუფლებაზე.
„თუ გადავხედავთ ევროპის, ამერიკის და სხვა დემოკრატიული ქვეყნების ისტორიას, როგორც წესი, დემოკრატიული ღირებულებების მიღწევისთვის იღვწვიან ის ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ პროფესია და საკუთარი პროფესიით ღირსეულად არჩენენ საკუთარ ოჯახებს. მათ აქვთ საშუალება იშოვონ სამსახური, აქვთ ძალიან კარგი პროფესია, რომელსაც ვერავინ ვერ წაართმევს, ისინი აღარ არიან დამოკიდებული ხელისუფლებაზე. გამომდინარე აქედან, გარკვეულ თავისუფლებას გრძნობენ. შეუძლიათ, სამსახური გამოიცვალონ, ერთი ადგილიდან გადავიდნენ მეორეზე. ამის საშუალებას იძლევა ეკონომიკა, ჩამოყალიბებული ბაზარი და საზოგადოება“, – განაცხადა ივანიშვილმა.