„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა დააჩქარებს იმ პროცესებს, რასაც საზოგადოება ასე ელოდება“

საქართველოს ყოფილი-პრემიერი მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა სამართლიანობის აღდგენისთვის ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯია.
როგორც იბანიშვილმა გადაცემაში „კვირის 20/30“ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას დააჩქარებს.
„ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში. დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს გარეშე სამართალი ვერ აღდგება. სასამართლო არის გადამწყვეტი და მას წამყვანი როლი აქვს. საზოგადოებას ის მოლოდინი, რასაც ჩვენ ვპირდებოდით, რომ საქართველოში სამართლიანობა აღდგებოდა, ამ მხრივ ყველაზე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. საზოგადოებამ ნახა გამჭირვალედ, არჩევით, ყველა პროცედურების დაცვით, არა ერთი პირის, არამედ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების ჩართულობით, პარლამენტმა 88 ხმით აირჩია მოსამართლე. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დააჩქარებს იმ პროცესებს , რასაც ასე ელოდება ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ექსპრემიერის თქმით, სასამართლო უნდა იყოს ხელშეუხებელი და ყველა მოსამართლეს უნდა ჰქონდეს საშუალება დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს.
“ჩვენ თუ არ გვინდოდა მიგვეღო მსგავსი, რაც მივიღეთ სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის დროს, ეს იყო სწორი გზა. ვცდილობდი სასამართლოს მხარდაჭერას, ხელფასების მომატების ინიციატორი მე ვიყავი, მიუხედავად იმისა, ვიცოდი როგორ ღებულობდნენ ჩემს მიმართ გადაწყვეტილებებს. ყოველთვის ვცდილობდი, რომ კორექტულობა დამეცვა. ასეთი მოპყრობით მოსამართლეებს ვახსენებდით, რომ სასამართლო უნდა იყოს ხელშეუხებელი და ყველა მოსამართლეს უნდა ჰქონდეს საშუალება დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები