“ყველა ის ადამიანი, რომელმაც იცის, რომ სააკაშვილმა ქვეყანა გაყიდა და მას გვერდში უდგას, არის მოღალატე”

ყველა ის ადამიანი, რომელმაც იცის, რომ სააკაშვილმა ქვეყანა გაყიდა და მას გვერდში უდგას, არის მოღალატე, – ამის შესახებ კოდორის ხეობის ყოფილმა რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა. მისივე თქმით, ის აპირებს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოსი უჩივლოს.
„სარჩელს შევიტან სააკაშვილის წინააღმდეგ იმიტომ, რომ გაასხვისა ტერიტორიები. 2006 წელს მან დაარღვია კონსტიტუციის 73-ე და 100-ე მუხლი, შემოიჭრა კოდორის ხეობაში და თავს დაგვესხა. არნაირი შეირაღებული ამბოხი და დაუმორჩილებლობა არ ყოფილა“, – განაცხადა კვიციანმა.
გარდა ამისა, გადაცემაში მან უპასუხა კითხვას, თუ სად იყო საქართველოდან წასვლის შემდეგ.

„მე ვიყავი რუსეთში, როგორც კავკასიური ტყვე“, – განაცხადა კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები