თეა წულუკიანი: ანტიკორუფციულ პოლიტიკაში არავისგან არაფერი გვესწავლება
“ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას, რომელიც ანტიკორუფციული ჯგუფების შექმნას გულისხმობს, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, დღევანდელი მთავრობის საქმიანობა ანტიკორუფციულ პოლიტიკასთან მიმართებაში საკმაოდ წარმატებულია, რადაგან ის კორუფცია, რაც წინა ხელისუფლების დროს ყვაოდა, დღეს აღმოფხვრილია. “დღეს საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკა გრძელდება. ჩვენ უფრო წარმატებულები ვართ, ვიდრე წინა ხელისუფლება, რადგანაც ელიტური კორუფცია არის აღმოფხვრილი და თუკი ვინმეს რამეზე ხელი წაუცდება, ისჯება მკაცრად. აქედან გამომდინარეა სწორედ ის შარშანდელი რეიტინგი, რომ ჩვენ ვართ მსოფლიოში მეთერთმეტე ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანა. ეს ბრძოლა გრძელდება, შესაბამისად, ანტიკორუფციულ პოლიტიკაში ნამდვილად არავისგან არაფერი გვესწავლება”, -განაცხადა წულუკიანმა.