ანი მიროტაძე: მთავრობის გადაყენების მოცემულობა დღევანდელ რეალობაში არ არსებობს

მმართველი კოალიციის წევრი ანი მიროტაძე მთავრობის იმპიჩმენტის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას ეხმაურება. მიროტაძის განცხდებით, მთავრობის გადაყენების მოცემულობა დღევანდელ რეალობაში არ არსებობსის და ოპოზიციის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
„ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური იარაღი მათთვის. დავაკვირდები, რა რაოდენობის ხმების მობილიზებას შეძლებენ. მთავრობის გადაყენების მოცემულობა დღევანდელ რეალობაში არ არსებობს. დაუჭერენ მხარს თუ არა „ნაციონალების“ ინიციატივას „თავისუფალი დემორკატები“, ეს მათი გადასაწყვეტია. სწორედ აქ გამოჩნდება, თუ პოლიტიკურად რამდენად რეალურად აზროვნებენ ეს ადამიანები”, – აცხადებს ანი მიროტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები