ზაალ ანჯაფარიძე “ნაციონალების” აქციაზე: მათი გავლენა ეცემა

 მთავრობის გადაყენება იყო გამოცხადებული აქციის მიზნად, რაც ვერ არის მიღწეული და არანაირი მექანიზმები არ ჩანს, რომ ეს მიზანი მიიღწევა, თუნდაც თვალსაწიერ მომავალში, თუ მთავრობამ რამე ფატალური შეცდომები არ დაუშვა, – ასე შეაფასა დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გამართული საპროტესტო აქცია, რომელიც პარტიამ ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით გამართა.

როგორც ზაალ ანჯაფარიძემ „კვირას“ განუცხადა, აღნიშნული აქციის მიზანმა, გადაეყენებინათ მთავრობა, არ გაამართლა და არც არავითარი წინაპირობა არ შეუქმნია ამისთვის. ანჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ აქციაზე მეტ ადამიანს არ ელოდა, ვინაიდან „ნაციონალებმა“ ზუსტად იმდენივე შეკრიბეს, რამდენიც წინა აქციისას, რაც ნიშანია იმისა, რომ პარტია ძირითადად გარე მხარდაჭერით სულდგმულობს.

„აქციის მიზანმა არ გაამართლა, რადგანაც არავითარი წინაპირობები მთავრობის გადასაყენებლად ამ აქციას არ შეუქმნია. არც აქციის მონაწილეთა რაოდენობიდან და არც მათი სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე. რაც შეეხება ადამიანების რაოდეობას აქციაზე, არ ველოდი, რომ მეტი ხალხი მოვიდოდა, “ნაცმოძრაობამ” შეკრიბა ზუსტად იმდენივე, ან შეიძლება ოდნავ მეტი აუდიტორია, რაც წინა აქციისას. ეს უკვე ტენდენციააა და ნიშნავს იმას, რომ ამ პოლიტიკური ძალის გავლენა ეცემა და ძირითადად გარე მხარდაჭერით სულდგმულებენ. თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ის მხარდაჭერაც დაკარგონ“, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები