უკრაინული მედია – ვახტანგ კიკაბიძე უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ კიკაბიძე უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას აპირებს. ამის თაობაზე კიკაბიძემ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მომღერლის განცხადებით, ამ იდეას მისი მეუღლეც მხარს უჭერს.
„გუშინ ვუთხარი ჩემს ცოლს – მოდი, პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვოთ. მან მიპასუხა – კარგიო“,- ამბობს კიკაბიძე.
მისი თქმით, სიტუაცია უკრაინაში, მათ შორის ქართველი მინისტრების დამსახურებით დასტაბილურდა.
„კვირამ“ კიკაბიძესთან ტელეფონით დაკავშირება სცადა, თუმცა მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. როგორც სააგენტოს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ვახტანგ კიკაბიძე კიევში 3 დღის წინ წავიდა და იქ მინიმუმ 1 თვე გაჩერდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები