გუბაზ სანიკიძე: ხო, არ ვჩანდი, მაგრამ გამოვფხიზლდი!

პარლამენტის ვიცე – სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბოლო დროს საზოგადოების თვალსაწიერიდან მისი გაუჩინარების მიზეზებზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ჩანდა აქტიურად ბოლო დროს ჟურნალისტებთან, სანიკიძემ განაცხადა, რომ გამოფხიზლდა. გაუჩინარება, როგორც ჩანს, სხვა მიზეზებითაც იყო განპირობებული.
მისი თქმით, ჟურნალისტები ნაკლებად ინტერესდებიან იმ თემებით, რომლებსაც უშუალოდ სანიკიძე კურირებს.
„ხო, არ ვჩანდი, მაგრამ გამოვფხიზლდი. სიმართლე გითხრათ, მე არ მივეკუთვნები იმ პოლიტიკოსების რიცხვს, რომლებიც ყველა თემაზე ლაპარაკობენ. არ იყო ჩემი თემები. არის ბევრი საკითხი, რაშიც მე დილეტანტი ვარ. რაშიც კომპეტენცია მაქვს, ის საკითხები, სამწუხაროდ, ჩვენი ჟურნალისტებისთვის ნაკლებ საინტერესოა. ჩემი მიმართულებაა სამხრეთის მიმართულება. ქვეყანაში მიდის პროპაგანდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, არადა ჩემი მიმართულებით ისეთი წარმატებებია, როგორიც არასდროს გვქონია. ამ კუთხით ისლამურ სახემწიფოებთან მიმართებაში დიდი წინსვლაა და იმედია, ვინც ჩვენი ხელისუფლების მემკვიდრე იქნება, ამ ყველაფერს გააგრძელებს“,- აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები