“სააკაშვილის პრეტენზიებმა გიგა ბოკერია წყობილებიდან გამოიყვანა“ – რა შინაარსის საუბარი შედგა სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობის“ 4 ლიდერს შორის

გაზეთი “ახალი თაობა” “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 14 მარტის საღამოს სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობის“ 4 ლიდერს შორის საუბარი შედგა.
“ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ყოფილი ხელისუფლება საჭირო რაოდენობის ხალხს ვერ აგროვებს. სწორედ ამ თემაზე ეჩხუბა 14 მარტს გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილს. ლიდერები პარტიის სათავო ოფისში იყვნენ შეკრებილნი. სააკაშვილმა მათ კიევიდან დაურეკა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. ნაპრეზიდენტალის რისხვა მათ 21 მარის აქციის სათანადოდ მოუმზადებლობის გამო დაიმსახურეს. სააკაშვილის პრეტენზიებმა გიგა ბოკერია წყობილებიდან გამოიყვანა.
– მანდედან ლაპარაკი იოლია, ჩამოდი და აქ მოაგროვე ხალხი! – უკმეხად მიუმართავს ბოკერიას სააკაშვილისთვის და თან გინებაც მიუყოლებია.
სხვათა შორის, გიგა ბოკერია ლამის ერთადერთი კაცი იყო „ნაცმოძრაობაში“, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც სააკაშვილს არაფერს უთმობდა და ხშირად იქით ლანძღავდა ხოლმე”, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები