საპარლამენტო კომიტეტი დღეს პერსონალურ საკითხებზე იმსჯელებს
საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი დღეს პერსონალურ საკითხებზე იმსჯელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ოჩიაურისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის სკაითხიც განიხილება. დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ კი მას ლევან თარხნიშვილი ჩაანაცვლებს. რამდენადაც ცნობილია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ეკა ხერხეულიძის საკითხსაც განიხილავს. ხერხეულიძე დეპუტატ დავით საყვარელიძეს ჩაანაცვლებს. საყვარელიძეს დეპუტატის მანდატი უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შეუჩერდა.