„თუ მოსახლეობა სწორად ვერ შეაფასებს ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს, შეიძლება ახალი ტიპის უბედურება მივიღოთ“

„საზოგადოება 20/30“-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიმართ საზოგადოების გადაჭარბებულ მოლოდინებს შესაძლოა, საფრთხეები მოჰყვეს.
როგორც მან გადაცემა „20/30“-ში საუბრისას განაცხადა, თუკი მოსახლეობა სწორად ვერ გაიგებს და ვერ შეაფასებს რეალურ შესაძლებლობებს და იმაზე მეტს მოითხოვს მისივე არჩეული მთავრობისგან, შეიძლება ქვეყანა ახალი ტიპის უბედურების წინაშე აღმოჩნდეს.
მისივე თქმით, გამოცდილების არქონის გამო, საქართველომ ბევრი უბედურება გამოიარა.
„მოსახლეობა, თუ ვერ გაიგებს და ვერ შეფასებს სწორად ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს და იმაზე მეტს მოითხოვს მისგანვე არჩეული მთავრობისგან, შეიძლება ჩვენ ახალი ტიპის უბედურება მივიღოთ. მხედველობაში მაქვს ის, რომ ბოლო 22 წლის განმმავლობაში ჩვენ, საუბედუროდ, სხვაგან ვერ მოვასწარით, თუ ვერ მოვახერხეთ გვესწავლა, როგორ უნდა გვემართა საკუთარი ქვეყანა. გამოცდილება არ გვქონდა და ყველა ტიპის უბედურება, რაც კი შეიძლება თეორიულად არსებობდეს,  ყველაფერი  საკუთარ თავზე გადავიტანეთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები