გედევან ფოფხაძე: “ნაციონალების” მიმართ მეც იგივე ემოციები მაქვს და განსხვავებული ფორმით გამოვხატავ

საცხოვრებელ სახლთან აქციების გამართვა არ არის სწორი, მაგრამ მე მესმის იმ აქციის მონაწილეების, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე გადაცემა „იმედის კვირაში“ ზუგდიდში კოალიცია გამართულ აქციას, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
“აქამდეც მომხდარა მსგავსი შეხლა–შემოხლები, სხვათაშორის ჩვენს შორისაც მომხდა ემოციურ ფონზე, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ემოციური ფონი უნდა იმართებოდეს, რადგან ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ამასთან, სახლთან აქციების გამართვა არ არის სწორი, მაგრამ მე მესმის იმ აქციის მონაწილეების, თუმცა ბატონი როლანდიც ცეცხლზე ნავთს ასხამდა. მეც იგივე ემოციები მაქვს მათ მიმართ და განსხვავებული ფორმით გამოვხატავ”, –განაცხადა ფოფხაძემ ტელეკომპანია “იმედის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები