ნინო გვენეტაძეს ხვალ ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” მოუსმენენ
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო გვენეტაძეს ხვალ ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” მოუსმენენ.
ფრაქციის სხდომა, 17:00 საათზე, პარლამენტშია დაგეგმილი.
ნინო გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” დაახლოებით ორი კვირის წინ დახურულ ფორმატში იმსჯელა, ხვალ კი მას პირადად შეხვდებიან. უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის არჩევის საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მომავალ კვირას – 18-20 მარტის სესიის ფარგლებში აპირებს.