ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის (ვიდეო)

“ქართული ოცნების” აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 21 მარტს დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
“ტელეიმედის” ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ტეროტორიიდან “ქართული ოცნების” აქტივისტებმა  “თავისუფალი ზონის” ოფისთან გადაინაცვლეს, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წევრი, აკაკი მინაშვილი იმყოფებოდა. ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც აქციის მონაწილეები დაშავდნენ.
დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს. ჩაიმსხვარა ოფისის მინები, რის შედეგადაც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი აქტივისტი სერიოზულად დაშავდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ისევ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლეს და აქაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მონაწილეებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს.  ამ დროისთვის ვითარება შედარებით განმუხტულია და ორივე ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები