შსს-ს დაცვის პოლიციამ ბელორუსიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციას სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ბელორუსიის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია.
ბელორუსიის შსს-ს დაცვის დეპარტამენტის პირველმა პირმა და დელეგაციის წევრებმა ქართველი კოლეგებისგან, ბოლო წლებში საქართველოს პოლიციაში გატარებული რეფორმების შესახებ მოისმინეს. დეტალურად გაეცნენ და ისაუბრეს ახალი ინფრასტრუქტურული სიახლეების, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესების და დაცვის მომსახურების სამუშაო სპეციფიკის შესახებ.
სამდღიანი ვიზიტი ბელორუსიის შსს-ს დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება. შეხვედრის მთავარი თემაა სპეცდანიშნულების და არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილება, დაცვა-ესკორტირება, პირადი დაცვა და ფულადი სახსრების ინკასაცია.
ბელორუსიის შსს-ს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დაცვის პოლიციის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოების მუშაობის პროცესს გაეცნენ კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.