ეკა ბესელია: „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად ქმნის ისტერიას, რეალურად კი სტაბილიზაცია ხდება

“ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად ქმნის ისტერიას, რეალურად კი სტაბილიზაცია ხდება,- ასე ეხმაურება დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
ბესელიას განცხადებით, ლარის კურსზე ზედმეტად პოლიტიკური დატვირთვის მიცემა უარყოფითად აისახა ქვეყანაზე და ეს მოვლენა ხელისშემშლელ ფაქტორად  დაასახელა ყველა ორგანიზაციამ.
„ლარის კურსთან დაკავშირებით პოლიტიკური დატვირთვის ზედმეტად მიცემა ხელისშემშლელ ფაქტორად დასახელდა, ამას ამბობს ყველა ექსპერტი, ამას ამბობს როგორც ეკონომიკური გუნდის წევრები, ასევე ეროვნული ბანკი.  ამის მიუხედავად როდესაც კეთდება ასეთი აპოკალიფსური განცხადებები ამოცანა არის, რაც შეიძლება ნაგატიური იყოს პროცესი.
საზოგადოებამ მოისმინა, რომ მიუხედავად იმ ისტერიისა, რასაც ხელოვნურად ქმნის „ნაციონალური მოძრაობა“, რეალურად ვითარება მიდის სტაბილიზაციისკენ,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები