გიორგი კვირიკაშვილი: 2014 წელს მიღებული სავიზო შეზღუდვების გამარტივება და ლიბერალიზაცია მოხდება

სახელმწიფოს მხრიდან 2014 წელს მიღებული სავიზო შეზღუდვების გამარტივება და ლიბერალიზაცია მოხდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე ორი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სავიზო შეზღუდვების პროცესში ბიუროკრატიის გართულების კუთხით, გარკვეული გადაჭარბება მოხდა. მისივე თქმით, უკვე მომზადდა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პარლამენტს წარედგინება. მინისტრმა კანონმდებლებს სთხოვა, რომ ამ პაკეტის დროულად მიღება მოხდეს.
კვირიკაშვილმა ელექტრონული ვიზების პორტალის თაობაზეც ისაუბრა. მისივე თქმით, აღნიშნული პორტალი უკვე ამოქმედდა და ის საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.
“პორტალის მნიშვნელოვნად რეკლამირებისა და გაპიარების კუთხით, დამატებითი ღონისძიებებია საჭირო. ასევე, გასამარტივებელი იქნება პორტალის მუშაობაც“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები