„ლადო სადღობელაშვილის ავტომანქანას გიგა ბოკერია და გოკა გაბაშვილი თავს დაესხნენ“
პარლამენტთან მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ახალგაზრდული ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” ერთ-ერთი ლიდერი ანი დარსალია საგანგებო განცხადებას ავრცელებს. დარსალიას ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიგა ბოკერია და გოკა გაბაშვილი ლადო სადღობელაშვილის მანქანას თავს დაესხნენ და იქ მსხდომ პირებს ფიზიკურად გაუსწორდენენ.
“ნაცზონდერების ტერორი გრძელდება. დღეს დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე თავისუფალი თაობის წევრებზე – ლადო სადღობელაშვილსა და ანი დარსალიაზე განხორციელდა თავდასხმა, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობდა გიგა ბოკერია და გოკა გაბაშვილი. ისინი თავს დაესხნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავ ლადო სადღობელაშვილის მანქანას, გადმოიყვანეს ჩვენი ორგანიზაციის წევრები და დაუწყეს მათ უმოწყალოდ ცემა, პირადად გიგა ბოკერიამ ხელი დაარტყა „თავისუფალი თაობის“ წევრს, ქალბატონ ანი დარსალიას, ხოლო დაახლოებით 30 ნაცზონდერი ცდილობდა, ფიზიკურად გასწორებოდა ლადო სადღობელაშვილს.
ფაქტობრივად, 2 ადამიანზე განხორციელდა ჯგუფური ხულიგნური თავდასხმა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა დღისით-მზისით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, სამართალდამცავების თვალწინ. საინტერესოა, რომ სამართალდამცავებმა არ დააკავეს თავდასხმის ინციატორი გიგა ბოკერია და სხვა „ნაცზონდერები“, პირიქით, დაკავებულია ლადო სადღობელაშვილი.
„ნაცზონდერების ტერორი გრძელდება, ხოლო მათთვის პასუხის გამცემი არავინ ჩანს. როგორც ირკვევა, ზოგი პოლიციელისთვის გიგა ბოკერია და ნაცზონდერები კვლავ უფროსებად რჩებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში აუხსნელია ფაქტი, როდესაც 2 ადამიანზე (მათგან ერთი ქალბატონია) თავდამსხმელებს არ აკავებენ და აკავებენ დაზარალებულებს. ვითხოვთ ლადო სადღობელაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას, მის დაზარალებულად ცნობას და გიგა ბოკერიას, გოკა გაბაშვილის, კოტე გაბაშვილისა და სხვა ზონდერების სასწრაფოდ პასუხისგებაში მიცემას. ჩვენ ვერ დავუშვებთ სააკაშვილის ზონდერების პარპაშს საქართველოში, არ გვიბრძოლია იმისათვის, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საერთო გამარჯვების შემდგომ დედაქალაქის ქუჩებში კვლავ დათარეშობდნენ სააკაშვილ-ბოკერიას ზონდერები და უმოწყალოდ უსწორდნებოდნენ მათგან განსხვავებული შეხედულებების ახალგაზრდებს.
მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გერჩით ვაჟკაცობა და ვისაც სიმართლისთვის გვიბრძოლია ერთად, დღეს საღამოს, 18 საათსა და 30 წუთზე შევიკრიბოთ ვაკის პარკთან, რათა საკადრისი პასუხი გავცეთ მოღალატე ნაცზონდერებს. ვითხოვთ, ხელისუფლებამ აღადგინოს სამართალი და აღკვეთოს „ნაცების“ ტერორი, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალს აღადგენს ხალხი”,- აცხადებს დარსალია.