ირაკლი აბესაძე: დავით ნარმანიას მთლიანი მთავრობა უნდა დაეთხოვა
სწორი გადაწყვეტილება, რაც ამ სიტუაციაში დავით ნარმანიას უნდა მიეღო, მთლიანი მთავრობის შემადგენლობის დათხოვნა და ახალი კანდიდატურების წარდგენა იქნებოდა – ასე აფასებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი აბესაძე თბილისის მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს.
„სწორი გადაწყვეტილება, რაც ამ სიტუაციაში დავით ნარმანიას უნდა მიეღო, მთლიანი მთავრობის შემადგენლობის დათხოვნა და ახალი კანდიდატურების წარდგენა იქნებოდა. რაც შეეხება ახალ კანდიდატურებს, ჩვენ, ზოგადად, დავით ნარმანიას არც ერთ საკადრო გადაწყვეტილებას მხარს არ ვუჭერთ, თუმცა მათ წარმატებას ვუსურვებთ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ისინი არ დაემსგავსებიან წინამორბედებს“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.