მანანა კობახიძე: არანაირი სურვილი არ მაქვს ვიკამათო გოკა გაბაშვილთან

არანაირი სურვილი არ მაქვს ვიკამათო გოკა გაბაშვილთან და არამარტო მასთან, საერთოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გადაცემა „არჩევანში“ ჩართვისას განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ჩადენილი დანაშაულები კიდევ ერთხელ გაახსენა. მისი თქმით, გაბაშვილს არ აქვს უფლება დღევანდელ ეკონომიკაზე ისაუბროს, რადგან წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებები „ფეხქვეშ იყო გათელილი“.
„არანაირი სურვილი არ მაქვს ვიკამათო გოკა გაბაშვილთან და არამარტო მასთან, საერთოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან. მე არ ვთვლი, რომ ეს არის ჯანსაღი ოპოზიციური ძალა. ეს არის ძალა, რომელსაც ათასობით ადამიანი ჰყავდა ფეხქვეშ გათელილი, მათი უფლებები, მათი საკუთრების უფლება, მათი ღირსება. დაპატიმრებული ჰყავდათ 300 ათასი ადამიანი და დღეს ეს ხალხი ადამიანის უფლებებზე მესაუბრება. ძალიან უხერხულია, ძალიან სირცხვილია, იმიტომ რომ მათ მართლა არაფერის არ სცხვენიათ. მათ შეუძლიათ დღეს ისაუბრონ ეკონომიკაზე, ისაუბრონ ბიზნესზე, ადამიანის უფლებებზე და სწორედ ეს ყველაფერი მათი ხელისუფლების პირობებში იყო აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი და ყველაფერი ემორჩილებოდა რამოდენიმე ადამიანის ინტერესებს“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები