ზურა აბაშიძე: მგონია, რომ უმრავლესობა პრეზიდენტს გაებუტა

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს ზურა აბაშიძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტს უმრავლესობა გაებუტა, რადგან გიორგი მარგველაშვილმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა დანიშნა. მისი თქმით, სამწუხაროდ, მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების სვლით აგრძელებს სიარულს.
“მგონია, რომ უმრავლესობა გაებუტა პრეზიდენტს. ალბათ იმიტომ, რომ პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება მიიღო. გაბუტვის გამო მათ დღეს უარი თქვეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაზე, როგორიცაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხი. აქ ჩანს დღევანდელი უმრავლესობის დამოკიდებულება და პატივისცემა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. სამწუხაროდ, მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების სვლით აგრძელებს სიარულს. ეს სამწუხარო რეალობაა”, – აცხადებს ზურა აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები