რიჩარდ ნორლანდი: საქართველო ცდილობს, სამართლიანი და თანამედროვე სავიზო პოლიტიკა ჰქონდეს
საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს მიაჩნია, რომ საქართველო ცდილობს, სავიზო პოლიტიკა სამართლიანი და თანამედროვე იყოს, იმართებოდეს წესებით და რეგულაციებით, რომლებიც თანხვედრაშია მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებთან და ნორმებთან. ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში დღეს განაცხადა.
“ყველა ქვეყანა ცდილობს, ხელი შეუწყოს ტურიზმსა და ბიზნესს, მაგრამ, ამავე დროს, წინ აღუდგეს ისეთი ადამიანების შემოსვლას, რომლებიც შეიძლება ზიანის მომტანი იყვნენ ამ ქვეყნისთვის. არ მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის პოლტიკა ამ მხრივ ქსენოფობიურია. შესაძლოა, იყოს წარმატებები და წარუმატებლობი, მაგრამ მთავრობა მუშაობს ამ თემაზე და მიმაჩნია, რომ ცდილობს, მოაგვაროს ის საკითხები, რომლებიც წამოიჭრება ამ პროცესში”, – განაცხადა ელჩმა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება მასშტაბური რეფორმა იყო და არც ერთი მასშტაბური რეფორმა არ არის უხარვეზო ან უმტკივნეულო ყველასთვის. მინისტრის ეს განცხადება საქართველოში ირანის საელჩომ გააპროტესტა და ”არამეგობრული” უწოდა.