ნოდარ ხადური: პოლიტიკურ ტოქშოუში მინისტრების მონაწილეობა არასწორია

ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა ან ლარს ან ეკონომიკას წაადგება, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეკითხვას, დაესწრება თუ არა პარლამენტში რიგგარეშე სესიას. მინისტრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კინკლაობაში შედეგი არ მიიღწევა.
“ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა ან ლარს, ან ეკონომიკას წაადგება. მინდა, გითხრათ, რომ აბსოლუტურად არ არის კავშირში ის, რომ ჩვენ ახლა თუ გამოვალთ და პოლიტიკური შოუს მონაწილეები გავხდებით, ან გაცვლითი კურსი დასტაბილურდება და უკან დაიწევს, ან ეკონომიკაში უცბად მოხდება ბუმი. პირიქით, ეს პროცესები ხელს შეუშლის სიტუაციის განვითარებას. ამიტომ, თავისთავად ცხადია, ჯობდა, რომ სამუშაო ვითარებაში ყოფილიყო სიტუაცია”, – განაცხადა ხადურმა.
მინისტრი არ აკონკრეტებს მივა, თუ არა ის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.
“ჩვენ პარლამენტთან ურთიერთობის პრობლემას ვერ ვხედავთ. მაგრამ პოლიტიკურ ტოქშოუში პარლამენტისა და მინისტრების მონაწილეობა, ჩემი აზრით, არასწორია”, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები