“თავისუფალი დემოკრატები” დღეს პრეზიდენტს შეხვდებიან

“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები დღეს საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან. როგორც ნინო გოგუაძემ განაცხადა, ქვეყნის პირველ პირთან რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევის საკითხზე კონსულტაციებს გამართავენ. მისივე თქმით, უშუალოდ “თავისუფალი დემოკრატები” პრეზიდენტის ადმინისტრაციას შესაბამისი განაცხადით აღარ მიმართავენ, ვინაიდან, გოგუაძის ინფორმაციით, ეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები