“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს უჭერს – საგანელიძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით, კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს უჭერს. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს საგანელიძემ დღეს განუცხადა. პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება დააფიქსირა. “პარტიასა და უმრავლესობას თავის დისციპლინა აქვს და გადაწყვეტილება კონსესუსის შედეგად უნდა იყოს მიღებული, იმედი მაქვს, სანქციების მიღება არ დაგვჭირდება”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.