ვინ არიან „ნაციონალები“, რომლებიც ე.წ. კონკურსის საფუძველზე მერიამ დააწინაურა?
ექსპერტ მამუკა არეშიძის ინფორმაციით, მერიაში ბევრია ისეთი აქტიური „ნაციონალი”, ვინც ე.წ. კონკურსის საფუძველზე დააწინაურეს. ამის შესახებ მამუკა არეშიძემ „კვირის ქრონიკას“ განუცხადა.
არეშიძის თქმით, ერთ-ერთი ასეთი პიროვნება ნაძალადევის რაიონის „კარდაკარის” ხელმძღვანელი ელისო ნიკოლაიშვილია, რომლის დაწინაურებაც იმ ფაქტით ახსნეს, რომ მან გამოძიებასთან ითანამშრომლა. არეშიძის მიერ დასახელებულ სიაში არიან „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ნაძალადევის რაიონიდან – მამუკა ბერიძე და მიშა კაკაურიძეც.
„ორივე მათგანი დღეს მერიის სამსახურშია ამ ე.წ. კონკურსის საფუძველზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველა სიტუაციას მოერგებიან. ამ ყველაფერზე, იცით, რეაგირებას რატომ არ აკეთებენ? კუდი კუდზე აქვთ გადაბმული… ახლა მერიაში სრული პანიკაა, დაშინებულები არიან იმის გამო, რომ შეუტიეს”, – განაცხადა არეშიძემ.
მისივე განმარტებით, არსებობს ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტიდან „ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთი დეპუტატი მართავს. არეშიძე ამბობს, რომ „ისინი ორიენტირებულნი არიან ქალაქის ადმინისტრაციულ სისტემაში თავისიანების ჩანერგვით”.