აკაკი ასათიანი: უკრაინას გადაჰყვებიან სააკაშვილი და ძმანი მისნი
„უკრაინის მოვლენებს სააკაშვილი და ძმანნი მისნი გადაჰყვებიან“ – აცხადებს „ტრადიციონალისტთა“ ლიდერი აკაკი ასათიანი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.
აკაკი ასათიანი ეჭვობს, რომ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა უკრაინაში რაიმე სასიკეთო გააკეთონ.
„სააკაშვილს უთქვამს, ახლა იანუკოვიჩის პერიოდზე უარესი კორუფციააო. კიდევ უარესი იქნება. 41- მილიონიან ქვეყანას, რომელიც სამხედრო წარმოებით მსოფლიოს ხუთეულში შედიოდა, არმია უბრალოდ არ აღმოაჩნდა. ამიტომ უკრაინაში კორუფციის დამარცხება წარმოუდგენლად რთული ამოცანაა და მე ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია. ამ ყველაფერს სააკაშვილი და ძმანი მისნი გადაჰყვებიან“ – ამბობს აკაკი ასათიანი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.