დავით საგანელიძე: ზოგიერთს იმედი უნდა გავუცრუო
„ეს არის სრული სიცრუე და სისულელე”, – ასე გამოხმაურა დავით საგანელიძე მის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
„ზოგიერთს იმედი უნდა გავუცრუო, ჯერ სხვა გეგმები მაქვს. 2016 წლის არჩევნებამდე არსად წასვლას არ ვაპირებ. მერე რა იქნება, ამას სიტუაცია გვიჩვენებს. არიან ადამიანები, რომლებსაც ვადაზე ადრე უნდათ ჩემი გაშვება, მაგრამ მათ ვერ გავახარებ”, – განაცხადა საგანელიძემ “ალიასთან“ საუბრისას.