არნო ხიდირბეგიშვილი: სააკაშვილმა აღიარა, რომ მან ნემცოვი კიევის მხრიდან მისი ლიკვიდაციის შესახებ გააფრთხილა
სააგენტო ,,საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლებას არ აწყობდა. როგორც ხიდირბეგიშვილი გაზეთ ,,ასავალ-დასავალთან“ საუბრისას აღნიშნავს, სააკაშვილი ბორის ნემცოვს მკვლელობამდე რამდენი დღით ადრე შეხვდა და მას მოსკოვში 1 მარტის საპროტესტო მარშზე ესაუბრა. ხიდირბეგიშვილის ინფორმაციით, ნემცოვი პუტინის ხელისუფლებისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა.
„სააკაშვილმა მოულოდნელად აღიარა, რომ რამდენიმე დღის წინ, კიევში ბორის ნემცოვს შეხვდა, რომელმაც მოუყვა, რომ 1-ელ მარტს, მოსკოვში, საპრტესტო მარშის ჩატარებას აპირებდა. დანამდვილებით ვიცი, რომ ნემცოვი პუტინის ხელისუფლებისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა. მეტიც, ნემცოვი საუკეთესო რეკლამა იყო პუტინისთვის იმის საჩვენებლად, რომ როგორი დემოკრატი ხელისუფალია. პროვოკაციამ მიზანს მიაღწია – მკვლელობა პუტინს დაბრალდა“,- აცხადებს ხიდირბეგიშვილი.
მისივე თქმით, სააკაშვილმა მოულოდნელად აღიარა, რომ მან ნემცოვი კიევის მხრიდან მისი ლიკვიდაციის შესახებ გააფრთხილა.
„რესტორანში სააკაშვილმა ნემცოვს ასეთი რამ უთხრა, – შენ პუტინის მიერ დაკავების კი არ უნდა გეშინოდეს, არამედ იმ წითელი ღვინისგან მოწამვლის, რომლით სავსე ბოკალი ხელში გიჭირავსო. სააკაშვილის ამ ნათქვამზე ნემცოვმა თურმე ფერი დაკარგა და სააკაშვილმაც ინანა, რომ ასეთი რამ წამოსცდა. ფაქტობრივად, სააკაშვილმა ნემცოვს ამით უთხრა, რომ სწორედ კიევს აქვს დაგეგმილი მისი მოსპობა, რომ მერე ყველაფრი პუტინს დაბრალდეს. იმასაც დააკვირდით, სად მოხდა მკვლელობა – სპეციალურად წითელი მოედნიდან ორ ნაბიჯზე და ახლა ყველა მედიაში ცხედრის ფონზე კრემლი ჩანს, როგორც მინიშნება, რომ ნემცოვის მკვლელი სწორედაც ხომ მანდ ზის“, – აღნიშნავს სააგენტოს რედაქტორი.