ზაალ კასრელიშვილი: ციხის სკანდალური კადრები მერაბიშვილის მოადგილემ რუსების დავალებით გამოიტანა
კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. როგორც ზაალ კასრელიშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ციხის კადრები რუსებთან შეთანხმებით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა გამოაქვეყნეს.
მისივე ინფორმაციით, პიროვნება, ვინც ეს კადრები ციხიდან გამოიტანა, შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, ამირან მესხელია.
კასრელიშვილის თქმით, მას აქვს ეჭვი, რომ მესხელმა ეს კადრები რუსების დავალებით გამოიტანა.
„ახალი თაობასთან“ ინტერვიუში კასრელიშვილი ასევე ამბობს, რომ სხვა დანარჩენი კომპრომატებიც მესხელის გამოტანილია. ის მერაბიშვილის ახლობელი იყო, მისი დავალებით მოქმედებდა და შემთხვევით არ ხდება, რომ ძებნილ ამირან მესხელს ხელისუფლების მხრიდან არავინ ახსენებს. ის ქვეყნიდან ყველაზე მშვიდად წავიდა.